თინა ბოკუჩავა - კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ან აშშ-ში მაღალ დონეზე, მაგრამ ეს ქვეყნები მათთვის ჩაკეტილია

კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ან აშშ-ში მაღალ დონეზე, მაგრამ ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო, ეს ქვეყნები მათთვის ჩაკეტილია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი შეაფასა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ხელს „პრაქტიკულად არავინ ართმევს“.

„კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალ დონეზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ეს ქვეყნები მათთვის ჩაკეტილია, მას პრაქტიკულად ხელს არავინ ართმევს თავისუფალ სამყაროში. რატომ? იმიტომ რომ დღეს ყველა, დასავლეთი, საქართველოს პარტნიორი ხედავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი და მისი მარიონეტები ხელისუფლებაში ღიად პრორუსულ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება