ინგა გოდერძიშვილი - საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი არაფერს ნიშნავს, საჭიროა დაინერგოს რეალური მხარდამჭერი პაკეტები

პარტია ,,ხალხისთვის’’ მდივანი, ინგა გოდერძიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დანერგოს რეალური მხარდამჭერი პაკეტები მარტოხელა მშობლებისათვის.

გოდერძიშვილის განცხადებით, მარტოხელა მშობლები რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან და ამ კუთხით სახელმწიფოს „ჩავარდნები აქვს“.

„მარტოხელა მშობლები ძალიან რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან და ამ კუთხით სახელმწიფოს აქვს ჩავარდნები. ზოგადად, მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვება არც თუ ისე ადვილია, თუმცა სტატუსი მაინც არაფერს ნიშნავს, ვინაიდან, მისი სარგებელი არ არის შესაბამისობაში ევროპული ქვეყნის სტანდარტებთან. დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში 5 ათასამდე მარტოხელა მშობელი ცხოვრობს, რომლებსაც დამატებით უწევთ ფინანსური რესურსების მოძიება.

ჩვენი პარტიის მოთხოვნაა, გაიზარდოს არსებული დახმარება მარტოხელა მშობლებისათვის და ამასთანავე, დაინერგოს რეალური მხარდამჭერი პაკეტები, მიუახლოვდეს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს. ხელისუფლება უამრავ თანხას ხარჯავს არამიზნობრივად, ათობით მილიონ ლარი იხარჯება სახელმწიფო ავტოპარკის შენახვისათვის. სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა გააუმჯობესოს მარტოხელა მშობლების ეკონომიკური მდგომარეობა’’, - აცხადებს ინგა გოდერძიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება