მიხეილ სააკაშვილი - გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების  სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა

გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების, აბდუქციის მსხვერპლი, დაღუპული ჯარისკაცების შვილების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა/ინიციატივა, -აღნიშნულის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილი მიმართავს ყველა მის მომხრეს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, რომ ჩაერთონ ამ საქმეში, დახმარება გაუწიონ ინფორმაციის შეგროვებაში და ბავშვების გაყვანაში.

„მინიმუმ 15 ათასი ასეთი უკრაინელი ბავშვია გატაცებული უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არის იძულებით გაშვილებული ოკუპანტი ქვეყნის ოჯახებში და განთავსებული ბავშვთა სახლებში, ამ ომს უკვე 535 ბავშვი ემსხვერპლა, ბევრ ბავშვს დაუხოცეს მშობლები, მაგრამ მათ ეძებენ ნათესავები და უკრაინის სახელმწიფო.

ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის პირობებშიც კი, განსაკუთრებით განვიცდი ბავშვების ტრაგედიას, როგორც მშობელი და როგორც უკრაინის ქართველი მოქალაქე.

სოფო ჭყონიას აქვს ჰუმანიტარული საქმიანობის დიდი გამოცდილება, ვთხოვ ყველა ჩემს მომხრეს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში - ჩაერთონ ამ საქმეში, მოგვეხმარონ ინფორმაციის შეგროვებაში და ბავშვების გაყვანაში.

ჩვენ გვექნება საკუთარი Youtube არხი, სადაც ოპერატიულად მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას, ინიციატივა ამუშავდება 2 აგვისტოს, გთხოვთ, მომაწოდოთ სრული ინფორმაცია მისამართზე: Forhelp114@gmail.com“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის