გიორგი ამილახვარი - საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე გადადის  - ფართოვდება თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით

საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე გადადის. სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ფართოვდება თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს.

„საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რა თქმა უნდა, ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა დღეს პეკინის ერთ-ერთ ცენტრალურ უნივერსიტეტში, ენისა და კულტურის უნივერსიტეტში გახსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმ მეგობრობისა და თანამშრომლობის, რომელიც ქართველ და ჩინელ ხალხებს შორის არსებობს. ჩვენ ხელს ვაწერთ მემორანდუმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, ენების შესწავლის და კულტურათა გაცვლის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და ჩინეთის უნივერსიტეტები დაახლოვდნენ, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამები დაფინანსდეს, ვინაიდან, ეს ქართულ განათლებასა და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება