ირაკლი ღარიბაშვილმა და "აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის" პრეზიდენტმა თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის" პრეზიდენტს ძინ ლიქუნს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პეკინში გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ძინ ლიქუნს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროების მიმართულებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს რეგიონთაშორისი და შიდა რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის მასშტაბით ურთიერთდაკავშირების გაუმჯობესებასა და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ბანკის ძალისხმევას, გააძლიეროს მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ძინ ლიქუნს ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, მიღწეული მაჩვენებლები კი, ისტორიულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის