პეტრე ცისკარიშვილი - კოლექტიური "ქოცის" “პრესტიჟის” საქმეა, რუსული გემით ჩამობრძანებულ ვიზიტორებს კარგი დახვედრა მოუწყონ

ბიძინას და კოლექტიური ქოცის “პრესტიჟის” საქმეა, რუსული გემით ჩამობრძანებულ ვიზიტორებს კარგი დახვედრა მოუწყონ. 11 წელია კრემლსა და პუტინს უმტკიცებენ, ქართველებს თქვენი თავი შევაყვარეთ, ხოლო დასავლეთი და ამერიკა კი, პირიქით, შევაძულეთო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება სოჭიდან საკრუიზო ლაინერის ბათუმში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

"ამ დროს, ბათუმის პორტში კორდონების მოწყობა უწევთ, "ღორძაღლების" ხალხისგან დასაცავად.პირდაპირ ტყავიდან ძვრებიან, რომ თავი მოაწონონ “აფხაზეთი ქართველებისგან გავათავისუფლეთ” ტექსტებით მოსაუბრე რუს ტურისტებს, ეს უსამშობლო მოღალატეები!“, - წერს პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში.

ბათუმის პორტის მიმდებარედ, მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე სამართალდამცველებმა ბარიკადები აღმართეს და ტერიტორია შემოსაზღვრეს. ადგილზე ვითარება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა.

მანამდე ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის იყო დაანონსებული. პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. ბათუმის პორტში მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა, მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი ხმაურის და პროტესტის ფონზე დატოვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის