ჩინეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს - ვიცი, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში, ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან, ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ

ვიცი, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა, საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს.

“მადლობას მოგახსენებთ მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ჩამობრძანებისა და პეკინში სტუმრობისათვის. თქვენ ძალიან ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ბრძანდებით საქართველოში და ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობარი.

ვიცი ასევე, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ.

გასულ წელს ჩვენმა ორმა ქვეყანამ აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჩენგდუში თქვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ პრეზიდენტ სი ძინპინთან. საუბარი იყო ჩვენი ორმხრივი კავშირების ახალ ერაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

მოგვიანებით ჩვენი ორი ქვეყანა უმასპინძლებს სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაზრდის ჩვენს ორ მთავრობასა და ბიზნესწრეებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას.

ჩვენი ქვეყნების მიერ გამოქვეყნდება ასევე ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს”, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება