ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემ „ასტორია გრანდეს“ და ავტობუსებს, რომლითაც გემის რუსი მგზავრები გამოიყვანეს, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემ „ასტორია გრანდეს“ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

მომიტინგეებმა კვერცხები და ბოთლები ესროლეს ასევე იმ ავტობუსებს, რომლითაც ლაინერის მგზავრები გამოიყვანეს. როგორც ისინი აცხადებენ, რუს ოკუპანტებს არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას.

ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი დროულად დატოვოს.

შეკრებილი მოქალაქეები ლაინერთან მიახლოებასაც ცდილობენ, თუმცა მათ ამის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ.

ამ დროისთვის, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა კვლავ გადაკეტილია. ადგილზე მოქალაქეები და სამართალდამცავები რჩებიან.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" გამთენიისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება