ელგუჯა ბაგრატიონი - ქართველი ხალხი ყოველთვის, როცა მოღალატე ხელისუფლება ჰყავდა, ქვეყნის სადარაჯოზე დგებოდა და დამიჯერეთ, რომ სადაც მივლენ, იქ შევუქმნით დისკომფორტს

ქართველი ხალხი ყოველთვის, როცა მოღალატე ხელისუფლება ჰყავდა, ქვეყნის სადარაჯოზე დგებოდა და დამიჯერეთ, რომ სადაც მივლენ, იქ შევუქმნით დისკომფორტს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

მისი თქმით, იმას, რაც ბათუმში ხდება, ერთადერთი მიზანი აქვს - ქართველი ხალხის ცემა და დამონება.

„ეს ერთადერთი მიზნით ხდება - ესაა ამ ადამიანების, ქართველი ხალხის ცემა და დამონება. თქვენ ხედავთ, რომ ამ ადამიანებს მარტო ყოველ 15 წუთში კი არ აკავებენ, არამედ სცემენ, უსწორდებიან. აი, ნახეთ როგორ ასეირნებენ, სანახაობას აყურებინებენ ამ ადამიანებს (რუსებს). პუტინს აჩვენებს ბიძინა ივანიშვილი, ასევე ირაკლი აჩვენებს პუტინს, რომ „აი ასე გავუსწორდები, არად მიღირს ჩემი ხალხი, ქართველი ერი თავმოყვარე ერი აღარ არის, დაჩმორებული, გაბანძებული ერი მყავს და თქვენ სასიამოვნოდ ყველაფერს გავაკეთებ, თქვენ კომფორტს მოგიწყობთ“. მაგრამ ისინი ცდებიან. სადაც არ უნდა იყვნენ, ქართველი ხალხი ყოველთვის, როცა მოღალატე ხელისუფლება ჰყავდა, ქვეყნის სადარაჯოზე დგებოდა და დამიჯერეთ, რომ სადაც მივლენ, იქ შევუქმნით დისკომფორტს“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის