გიგი წერეთელი - კრემლის მეხოტბეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ოკუპაცია და ასეთი დამოკიდებულება დასვენებასთან და გართობასთან შეუთავსებელია

კრემლის მეხოტბეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ოკუპაცია და ასეთი დამოკიდებულება დასვენებასთან და გართობასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა.

ის ბათუმში რუსული გემის შემოსვლაზე გამართულ საზოგადოებრივ პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხალხის ასეთი მძაფრი რეაქცია გასაკვირი არაა.

როგორც მან განაცხადა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც კრემლის მეხოტბეები არიან, კიდევ მეტი პროტესტი უნდა იყოს.

„როგორც გაირკვა, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოსა და რუსეთში მდგომარეობა ისეთი უნდა იყოს, როგორიც ახლაა - რომ ჩვენი ტერიტორიები უნდა იყოს ოკუპირებული, უკრაინაში უნდა იყოს ომი და რუსები უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში დასასვენებლად, გასართობად, თითქოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ კარგად უნდა ესმოდეთ და ეს პროტესტიც ზუსტად ამის გზავნილია, რომ ოკუპაცია და დასვენებასთან, გართობასთან ასეთი დამოკიდებულება შეუთავსებელია. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ჩვენი ხელისუფლება კი ამას ჩვეულებრივად იღებს, ისე, როგორც რუსეთთან მოთანამშრომლე სხვა ხელისუფლება მოიქცეოდა“, - განაცხადა წერეთელმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის