პრემიერი - არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ

არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის პრეზიდენტს და პრემიერს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენო აღმატებულებავ ბატონო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, უაღრესად მადლობელი ვარ პრეზიდენტ სი ძინპინის, რომ მოგვიწვია მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩენგდუში. გასულ კვირას დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სისთან, სამაგალითო პოლიტიკოსთან, ბრძენ და მასშტაბური ხედვის მქონე ეროვნულ ლიდერთან შეხვედრა. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სის და პრემიერ ლის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის. არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, უზომოდ მოხარული ვარ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში ასეთი პროდუქტიული და მეგობრული ვიზიტის გამო. ასევე პატივია დღეს ვესწრებოდე ამ ღირებულ ბიზნეს ფორუმს, წარმოვადგენდე ჩვენს ქვეყანას - საქართველოს და სიტყვით მივმართავდე გამორჩეულ ოფიციალურ პირებს, ისევე როგორც ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა