მიხეილ სააკაშვილი - როცა რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, იფილტრებოდნენ, მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში - საამაყო პოლიცია, რუსების „ჩაფრებად“ აქციეს

საქართველოს საამაყო პოლიცია, რუსების „ჩაფრებად“ აქციეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის პირობებში ხდებოდა ფილტრაცია, ახლა კი მილიონობით ადამიანი შემოდის.

„როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით - მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ.

მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში.

საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს”, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025