პაატა ზაქარეიშვილი - გემების შემოსვლა არის რუსეთის უტიფარი პროვოკაცია, რათა აჩვენოს, რომ საქართველო „ჩმორია“ - ეს არის მისი იმპერიის საზღვრების დაფიქსირება, ეს არ არის ტურიზმი

გემების შემოსვლა არის რუსეთის უტიფარი პროვოკაცია, რათა აჩვენოს, რომ საქართველო არის „ჩმორი“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც დღეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, რუსები, რომლებიც საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიან, ომის მოწინააღმდეგეები არიან, ხოლო საკრუიზო გემით შემოსული რუსები ომით ბედნიერები.

„ამ კრუიზით შემოდიან „გავძეხი“ რუსები, რომლებიც ბედნიერები არიან, რომ რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. გაგანია ომში კაიფობენ, ამ ომში თუხთუხებენ, სულ არ ადარდებთ, რა ხდება უკრაინაში, მაშინ, როცა ჩვენთან ვინც სახმელეთო გზით შემოდის, ომს გაურბის. ისინი აღიარებენ, რომ რუსეთი საშინელებაა. შეიძლება ლაპარაკით არა, მაგრამ მოქმედებით აღიარებენ, ფეხებით აღიარებენ. მათ არ უნდათ, რომ ამ სამარცხვინო ომში მონაწილეობა მიიღონ, ან თვითონ სხვა მოკლან, ან თვითონ მოკვდნენ. განსხვავება არის და ყოველი ქართველი სხეულით გრძნობს ამ განსხვავებას.

ამას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. როგორც ძაღლები ქუჩაში თავის ტერიტორიას ნიშნავენ, ასე ნიშნავს ახლა რუსეთი თავის ტერიტორიას. ეს არის ის მომენტი, როცა რუსმა ფეხი აწია და მონიშნა ბათუმში თავის რუსეთი”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ბათუმში საკრუიზო გემით რუსების შემოსვლა ქართველების მოთვინიერების მცდელობაა.

„ეს არის რუსეთის დემონსტრაცია, მისი იმპერიის საზღვრების დაფიქსირება. არ არის ეს ტურიზმი. ომის დროს ტურიზმი საქართველოში, რომლის ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს არ არის ტურიზმი. ამ გემებით მიმდინარეობს ქართველების მოთვინიერება. მადლობა ღმერთს, რომ არის ხალხი, ვინც არ ემორჩილება ამას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის