თეონა აქუბარდია - ხელისუფლება რუსეთის „ტროას ცხენად“ იქცა საქართველოში

„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს უპირისპირდება და რუს ტურისტს უფრო მეტ ფასს ადებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას და ღირსებას,- ასე შეაფასა „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" შემოსვლა და პროტესტის მონაწილეების დაკავება.

როგორც აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბათუმსა და თბილისში გამართული საპროტესტო აქციები არა გემის საწინააღმდეგო პროტესტია, არამედ რუსული გავლენების საწინააღმდეგო.

„როდესაც გემი პორტში შემოდის, უფრო მეტი ხილვადობა აქვს, ვიდრე თვითმფრინავს, რომელსაც 50 კაცი ჩამოჰყავს. როდესაც გემი ჩამოდის და ბორტზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იყვნენ, რომ აფხაზეთი ოკუპირებული არ არის, ბუნებრივია რუსეთის მოქალაქე ამას იტყვის. ღირსებას გაკარგვინებს მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ „ოღონდ ფული დახარჯონ და რაში მაინტერესებს აღიარებენ თუ არა ჩემს ტერიტორიულ მთლიანობას“. ქაჯებს ეძახის ყველას, ვინც ამბობს, რომ ეს პრობლემაა. ეს არის პროტესტის მთავარი თემა.

„ქართულმა ოცნებამ“ ქართული პოლიცია პარტიულ პოლიციად აქცია. რუსეთის ხელისუფლებისგან, ოკუპანტისგან ელოდები უსაფრთხოების გარანტიებს, რაც სისულელეა და თუ ვინმეს ამ ქვეყანაში ომი უნდა, ეს არის „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ ის უპირისპირდება ქართველ ხალხს და რუს ტურისტს უფრო მეტ ფასს ადებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას და ღირსებას“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება თვალს ხუჭავს ოკუპაციაზე, ანექსიაზე და ლანძღავს დასავლეთს.

აქუბარდიას შეფასებით, მმართველი გუნდი ცდილობს, პროდასავლური განწყობები ხელოვნურად შეცვალოს.

„ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის უკუსვლით არის დაკავებული და ფაქტობრივად დასავლეთს ზურგს აჩვენებს, ამ მოცემულობაში ეს არის ლოგიკური გაბრაზება. გემის ნაწილი, მხოლოდ ერთი ჭანჭიკია ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია რუსული გავლენების ზრდის ხელშეწყობა საქართველოში. გემიც, თვითმფრინავიც და განცხადებებიც არის ჰიბრიდული ომის ნაწილი“,- განაცხადა აქუბარდია.

დეპუტატის თქმით, წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი - „სამწუხაროდ, ჩვენ წინააღმდეგობა არა რუსეთთან გვიწევს, არამედ საკუთარ ხელისუფლებასთან, რომელიც რუსეთის ტროას ცხენად იქცა საქართველოში“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს