ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივად საინტერესო და მომგებიანი იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივად საინტერესო და მომგებიანი იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა.

„ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების ჩასვლა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იყო. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა. მნიშვნელოვანია, ავითვისოთ ყველა რესურსი, რაც ამ პარტნიორობიდან შეიძლება გამომდინარეობდეს.

რაც შეეხება ვალდებულებებს, აქ მთავარი ის არის, რომ დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც როგორც საქართველოსთვის, ისე ჩინეთისთვის ორმხრივად საინტერესო და ორმხრივად მომგებიანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს