ირაკლი კობახიძე - ჩვენი 4 რეისით რომ თურმე რუსეთმა ამოისუნთქა, მაშინ, როცა ნატო-ს წევრ ქვეყნებში დღეში 100-ჯერ დაფრინავს, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დღეში მხოლოდ 4 რეისი სრულდება, ნატო-ს წევრი ქვეყნები კი, დღეში 100-მდე რეისსაც ასრულებენ.

კობახიძის განმარტებითვე, სასაცილოა ის მოსაზრება, თითქოს საქართველოდან ფრენების განხორციელებით რუსეთმა „ამოისუნთქა“.

„საქართველოდან დღის განმავლობაში, საშუალოდ, 4 რეისი სრულდება, მაშინ როცა, თურქეთში, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანაა, დაახლოებით, 100 რეისი სრულდება, აზერბაიჯანში დაახლოებით - 25, სომხეთში დაახლოებით - 25, სხვა ქვეყნებს აღარ გავყვები, ისრაელს, შუა აზიას და ა.შ. ამ ფონზე, ჩვენმა 4-მა რეისმა, რომ რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, ეს ხომ სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა, ეს ყველაფერი, მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთო, უბრალოდ, არ ვიცი. ჩვენი 4 რეისით რომ თურმე რუსეთმა ამოისუნთქა, მაშინ, როცა აგერ, ნატო-ს წევრ ქვეყნებში დღეში 100-ჯერ დაფრინავს, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის