„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, DataFest Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

„საქართველოს ბანკთან“ პარნტნიორობით, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi მორიგ შეხვედრას - „ხელოვნური ინტელექტი და სარეკომენდაციო სისტემები საბანკო პროდუქტებისთვის“ 2 აგვისტოს გამართავს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე სპიკერები ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების შესახებ ისაუბრებენ, რომლებიც აქტიურად ინერგება და ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოიყენება.

„მოწვეულ სპიკერებს შორის არის „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი არჩილ კობალაძე, რომელიც „საქართველოს ბანკის“ პროდუქტის მაგალითზე განიხილავს შემდეგ საკითხებს:

სარეკომენდაციო სისტემის დანერგვა საბანკო ინდუსტრიაში - რომელი ბიზნეს პრობლემის გგადაჭრაში გვეხმარება ის?

რა შეზღუდვები აქვს პოპულარულ სარეკომენდაციო ალგორითმებს (როგორებიცაა collaborative filtering და სხვ.) საბანკო პროდუქტებში;

offline ტესტირების დროს supervised learning-ისთვის დამახასიათებელი მეტრიკების (როგორებიცაა NDCG, ROEM, PRECISION, RECALL, სხვ.) ნაკლოვანებები ფინანსური სარეკომენდაციო სისტემის შეფასებისას;

ციფრული არხებით მიღებული უკუკავშირის ეფექტური დამუშავების და მისი მეშვეობით მოდელის გაუმჯობესების სტრატეგიები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ სპიკერის როლში ვმონაწილეობ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟული მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის მორიგ შეხვედრაში. „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რომელიც ბიზნეს პროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში, გვსურს დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საბანკო პროდუქტებში სარეკომენდაციო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით - რა პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება ის, რა ნაკლოვანებები და შეზღუდვები აქვთ პოპულარულ ალგორითმებს, როგორ შეიძლება აღნიშნული სისტემის დახმარებით გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ეფექტურობა და სხვა. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე სისტემების საბანკო პროცესებში იმპლემენტაციას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა, განაცხადა არჩილ კობალაძემ.

შეხვედრაზე სპიკერის რანგში Lineate Georgia-ს უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გიორგი ჩუბინიძეც იქნება, რომელიც ამერიკული ბანკის მაგალითზე (Kore.ai BankAssist) სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ისაუბრებს.

მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi, 2 აგვისტოს, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ფიზიკურად – Lineate Georgia-ს ოფისში, ასევე ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება. ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა