რომან გოცირიძე - ლავროვის შვილის ქორწილი რომ არ ჩაეშალა საზოგადოებას, ხვალ შოიგუს შვილის ქორწილი გაიმართებოდა და ზეგ კიდევ პრიგოჟინის - ასე რომ, ასეთი პატარ-პატარა ქმედებები, საბოლოო ჯამში, შლის რუსეთის ჰიბრიდული ომის გეგმებს

პატარ-პატარა, მაგრამ შედეგის მომცემი ქმედებები, საბოლოო ჯამში, შლის რუსეთის ჰიბრიდული ომის გეგმებს - რუსული მოღალატური ინტერესების დამცველია დღეს საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბათუმში სოჭიდან შემოსული გემის გამო გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა ბათუმში გამართულ აქციას, თუ ვინმე ყვავილებით შეხვდა და ამართლებდა რუსი ოკუპანტების და პროპაგანდისტების საქართველოში შემოსვლას, ერთადერთი ეს იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა.

"ბათუმში გამართულ აქციას, რომელსაც მოჰყვა რუსული გემის გაძევება და ვერ გაბედავენ მეორედ აქ შემოსვლას, მხარს უჭედა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი და თუ ვინმე ყვავილებით შეხვდა და ამართლებდა რუსი ოკუპანტების და პროპაგანდისტების საქართველოში შემოსვლას, ერთადერთი იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა. "ქართული ოცნების" 99.9 პროცენტი დარწმუნებული ვარ, სოლიდარული იქნებოდა იმ მოვლენებისადმი, რაც გუშინ ბათუმში განვითარდა. მოწყვეტილია რეალობას "ქართული ოცნება", პირდაპირ დგანან რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე.

ლავროვის შვილის ქორწილი რომ არ ჩაეშალა საზოგადოებას, ხვალ შოიგუს შვილის ქორწილი გაიმართებოდა და ზეგ კიდევ პრიგოჟინის. ასე რომ, ასეთი პატარ-პატარა, მაგრამ შედეგის მომცემი ქმედებები, საბოლოო ჯამში, შლის რუსეთის ჰიბრიდული ომის გეგმებს. ასე რომ ეს იყო სწორი, საერთო, სახალხო გულისწყრომა და თუკი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ მასში, გასაკვირი არ არის პოლიტიკური პარტია უნდა იყოს იქ, სადაც არის ხალხი," - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე ასევე გამოეხმაურა საია-ს განცხადებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს „ანტიკონსტიტუციური ქმედებების“ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს და საგანგაშოს უწოდებს იმას, რომ პოლიცია ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. გოცირიძე მიიჩნევს, რომ დაკავებები უკანონო იყო და ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს იცავს.

"ის დაკავებები, რაც მოხდა, არის უკანონო და არის ძალის გადამეტება, როგორც ეს ხდება სხვა შემთხვევაში. მსგავსი ქმედებებისთვის, მათ შორის, ბევრჯერ პარლამენტიდან ჩადენილი დანაშაულისთვის დაისჯება ყველა. ნუ ჰგონიათ დაუსჯელი დარჩებიან, არაფერი იმალება, ყველაფერს თავის დრო და ადგილი ექნება. რუსული მოღალატური ინტერესების დამცველია დღეს საქართველოს ხელისუფლება," - განაცხადა გოცირიძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს