ინგა გოდერძიშვილი - ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია ის, რომ პაპილომავირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის

პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, ინგა გოდერძიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს მოხსნას ასაკობრივი ზღვარი ქალებში პაპილომა ვირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია ის, რომ პაპილომა ვირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის.

„მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ქალებში გავრცელებას მოწინავე ადგილი უჭირავს, რომლის მიზეზი პაპილომა ვირუსია. დღესდღეობით, ამის პრევენცია შესაძლებელია პაპილომავირუსის ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ საქართველოში გარკვეული ჯგუფებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, პაპილომავირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის სექტემბერში, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ოდენობით თანხა ხელისუფლებამ წყალში გადაყარა. სახელმწიფომ არ აწარმოა სათანადო ცნობიერების კამპანიები საზოგადოებაში, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არც არის ცნობილი, რომ ეს ვაქცინა არის უფასო. ხელისუფლებას კეთილი უნდა ენება და ქმედითი ნაბიჯები გადაედგა ამ მიმართულებით. ხელისუფლებამ უნდა მოხსნას ასაკობრივი ზღვარი ქალებში, რათა მოხდეს ვაქცინის ათვისება და ხელი შეუშალოს ინფექციის გავრცელებას - აცხადებს ინგა გოდერძიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია ,,ხალხისთვის“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა