ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ალმატის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი, ალმატის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალიშერ აბდიკადიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდება.

ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს