გრიგორი კარასინი - რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩასული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? - პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ბათუმში სოჭიდან შესული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. საინტერესოა, რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? - პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც" - დაწერა კარასინმა "ტელეგრამზე".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია