„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ყველა მოძალადე პოლიციელი უნდა დაისაჯოს, „გრუზიად“ რომ არ გადავიქცეთ

ყველა მოძალადე პოლიციელი უნდა დაისაჯოს, „გრუზიად“ რომ არ გადავიქცეთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ანთიძემ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის დაზიანებების მიყენების შესახებ ბრძანება გუშინ პოლიციას სწორედ „რუსულმა ოცნებამ“ დაავალა. ამასთან, დაკავებული ილია ანთიძის მამა ყველა იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, ვინც გუშინ ბათუმში მოქალაქეებზე ძალადობდა.

„ფაქტი ერთია, აქ ბრძანება ჰქონდათ ამ რუსი „ქოცებიდან“, რომ რაც შეიძლება მძიმე დაზიანებები მიეყენებინათ დაპატიმრებულებისთვის, ამას მაქსიმალურად ასრულებდნენ ჩვენი, აჭარის მილიციის ზონდერები, ხელმძღვანელები.

სპეცრაზმი ჰყავდათ შემოყვანილი, რომელთა საქმე ადამიანების დარბევა კი არა, კრიმინალთან ბრძოლაა.

ხელმძღვანელიდან დაწყებული, ბოლო პოლიციელამდე, ყველა ვინც ძალადობდა, ყველა უნდა დაისაჯოს, რომ არ გადავაქციოთ საქართველო „გრუზიად“ და ღორების ქვეყნად“,- განაცხადა ლევან ანთაძემ, რომლის კომენტარსაც პარიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა