სერგო ჩიხლაძე - გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება ხდება და ანაკლიის პორტი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ევროპული ან ამერიკასთან ასოცირებული ყველა პროექტი ჩააგდონ

გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება ხდება და ანაკლიის პორტი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ევროპული ან ამერიკასთან ასოცირებული ყველა პროექტი ჩააგდონ, - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური ინვესტიციის შესაძლო შემოტანის საკითხთან დაკავშირებით.

ჩიხლაძის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს ქვეყანა დასავლეთს დააშოროს და ჩინეთს და რუსეთს დაუახლოვდეს.

"ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" ანაკლიის პროექტი, გააქცია ინვესტორები და უფრო მეტიც, ანაკლიის პროექტი, ლაზიკა 2012 წელს იწყებოდა და რომ არა "ქართული ოცნების" რუსული ხელისუფლება, დღეისთვის ეს იქნებოდა დასრულებული პროექტი, უზარმაზარი ქალაქი იქნებოდა, 300 ათასი კაცის დასაქმება იგეგმებოდა. კარგად გვახსოვს მათი პატრონის (ბიძინა ივანიშვილის) განცხადებები, რომ ამერიკელებს შავ ზღვაში რა უნდათ, რომ არ უნდა დაეუფლოს ამ პორტს დასავლური ინვესტიციები. გვახსოვს ისიც, რომ რუსულ და ჩინურ ინვესტიციებზე ზრუნავდნენ. ძალიან მწყობრად ეწყობა ყველაფერი "ქართული ოცნების" გეგმაში: დაშორება ამერიკასთან, ევროპასთან, ინვესტორების გაქცევა, სამაგიეროდ დაახლოება რუსეთთან და ახლა უკვე ე.წ. ჩინური პოლიტიკის გაზიარება.

დემონიზაციის ახალ ეტაპს იწყებენ დასავლეთის, ამერიკის, ევროკავშირის, რომ როგორღაც გაამართლონ ჩინეთ- რუსეთზე გადართვა. გამართლება იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკამ თურმე არ ჩადო ინვესტიციები, რომ აი, სტრატეგიული პარტნიორობა არ შედგა მათი სიტყვებით, რაც სიცრუეა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატია.

მთლიანად ცვლილება ხდება გეოპოლიტიკური კურსის და ანაკლიის პორტი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ბევრ პროექტზეა საუბარი და უნდათ ყველაფერს დაეპატრონოს ჩინეთი და რუსეთი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ისინი მოკავშირეები არიან და "ქართულ ოცნებას" უკვე არა შეფარვით, არამედ დეკლარირებულად მივყავართ სხვა კურსისკენ და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩააგდოს ყველა ევროპული ან ამერიკასთან ასოცირებული პროექტი," - განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტის პროექტში შესაძლო ჩინურ ინვესტიციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კონსულტაციები ყველასთან გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებიან, მათ შორის ანაკლიის პორტშიც.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის