მიხეილ სააკაშვილი - ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!

მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის! - ასე ეხმაურება საკრუიზო ლაინერის „ასტორია გრანდეს“ შესვლასთან დაკავშირებით ბათუმში ჩატარებულ საპროტესტო აქციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვებია.

„რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025