პრემიერი - ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარს ძალიან ზრდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარს საოცრად ზრდის.

„მიხარია ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ქ. ალმატიში. შესანიშნავი წინსვლა გვაქვს ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარს ძალიან ზრდის. შუა დერეფანთან დაკავშირებით საქართველოს და ყაზახეთის ამბიციური გეგმები განვითარების ახალი ერის დასაბამია", - აღნიშნავს პრემიერი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს