ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ზედამხედველობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ზედამხედველობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს და მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს; ისაუბრეს გააქტიურებულ საპარლამენტო კავშირებსა და აგვისტოს თვეში, იაპონიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის იაპონური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს. იაპონურმა მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა ენერგეტიკის და დიგიტალიზაციის მიმართ.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას და საქართველოს როლს.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა იაპონელ კოლეგებთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციების, ხალხთაშორისი და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარება და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი.

შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ზედამხედველობის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს