ლევან ხაბეიშვილი - კობახიძე კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს - ქვეყნის მთავარი პროვოკაცია, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის „მთავარი პროვოკაცია და ქაჯობა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „რუსული რეჟიმია“.

ამით ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთიდან ჩამოსულს ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ ეკითხება, უკვე პროვოკაციაა“.

ხაბეიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე „რუსულ ინსტრუქციებს“ ასრულებს.

„თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს. ცხადია, მისთვის პროვოკაციული შეკითხვაა. „არის თუ არა აფხაზეთი საქართველო“ - ეს კითხვაც არ უნდა ისმებოდეს, მაგრამ ოკუპანტის, პუტინისტის მიმართ კითხვა ლოგიკურია. რომ გეუბნებიან, სტუმრები არიან და ამასობაში არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ცხადია, ვერ ჩაითვლებიან ჩვენს ტურისტებად და კეთილმოსურნეებად. ამიტომ მთავარი პროვოკაცია ამ ქვეყნის, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" გარშემო, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ "კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, გახარიას პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ხალხი მთელი საქართველოდან ჩაიყვანა და 150 კაცი ძლივს მოაგროვა - რუსეთიდან ჩამოსულს ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ ეკითხება, უკვე პროვოკაციაა".

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის