გია ვოლსკის განცხადებით, თუკი "სამართლიანი არჩევნების" 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების უზუსტობასთან დაკავშირებული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ

დანაშაული ჩაიდინა არასამთავრობო ორგანიზაციამ, წინაპირობა შექმნა ადამიანის ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირების, სამოქალაქო სისხლისღვრის საშიშროება შეიქმნა ქვეყანაში. მხოლოდ ნიჟარაძის გადადგომა თანამდებობიდან არ არის გამოსავალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ 2020 წლის არჩევნების შესახებ Isfed-ის პარალელური დათვლის შედეგებზე და იმ დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში პარალელი გაავლო დონალდ ტრამპისთვის წაყენებულ ბრალდებასთან. როგორც მან აღნიშნა, თუკი ის გადაცდომა, რასაც მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა Isfed-ში, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამას ყურადღება შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მიაქციონ.

"საქართველოში საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე, როცა პარალელური დათვლის ზუსტი შედეგები იცოდნენ და იცოდნენ, რომ გაყალბებულია პარალელური დათვლა, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არ აღიარებდნენ ამას, თუმცა ნოემბერში უკვე აშკარა გახდა, რომ გაყალბდა პარალელური დათვლა და ცესკოს სწორედ დაუთვლია. რევოლუციური იდეა კი იმაზე იყო დამყარებული, რომ ცესკომ დათვალა არასწორად. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, ხოლო გადამდგარი ჟვანია საკმაოდ სერიოზულ საერთაშორისო თანამდებობაზე მოხვდა მას შემდეგ, რაც გამოიჩინა პროფესიონალიზმი. დანაშაული ჩაიდინა არასამთავრობო ორგანიზაციამ, წინაპირობა შექმნა ადამიანის ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირების, სამოქალაქო სისხლისღვრის საშიშროება შეიქმნა ქვეყანაში, ფაქტია, რომ სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირების აშკარა ნიშნები იყო იმ გაყალბებით. ეს თურმე იცოდნენ დიდი ხნის მანძილზე და მხოლოდ ნიჟარაძის გადადგომა თანამდებობიდან არ არის გამოსავალი, რომელიც სწორ შეფასებებს გააკეთებს თუნდაც იმ მოვლენების, რაც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება და რა ბრალდებასაც უყენებენ ტრამპს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუკი რაიმე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ეს არ არის ის თემა, რაც პოლიტიკურ ფორმატში შეიძლება იყოს სამსჯელო. ჩვენ ვმსჯელობთ იმ გადმოსახედიდან, რასაც ჰქვია საქართველოს ეროვნული ინტერესები. არეულობა, დაპირისპირება, რევოლუციური ჯგუფები, ცხელი წერტილების გაჩენა ქვეყანას არ სჭირდება, მაგრამ თუკი გადაცდომა რეალურად შეიცავს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, ამას შესაბამისმა სტრუქტურამ უნდა მიაქციოს ყურადღება, ამას პოლიტიკოსი ვერ უკარნახებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სტაბილურობის შენარჩუნებაზე," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა