ირაკლი ზარქუა - NGO-ები და ოპოზიცია ცდილობდნენ შეენჯღრიათ ქვეყანა, ანალოგიური საქმისთვის ბრალი წაუყენეს ტრამპს და აქ არავინ დასჯილა - მინდა ვკითხო ქალბატონ კელის, ეს რანაირი მიდგომაა?! თუ აქ ყველაფერი "მოსულა"?! ნურას უკაცრავად!

NGO-ები და ოპოზიცია ცდილობდნენ შეენჯღრიათ ქვეყანა. ანალოგიური საქმისთვის ბრალი წაუყენეს ტრამპს და აქ არავინ დასჯილა. ეს რანაირი მიდგომაა?! მინდა ვკითხო ქალბატონ კელის და აშშ-ს საელჩოს, ორმაგი მიდგომა გვაქვს?! თუ აქ ყველაფერი "მოსულა"?! ეს მიდგომა აქვთ?! - ნურას უკაცრავად! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ 2020 წლის არჩევნები და ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობა გაიხსენა და განაცხადა, რომ აშშ-ში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწორედ არჩევნების შედეგების შეცვლის ფაქტზე წარუდგინეს ბრალი.

"ზუსტად ერთი და იგივე ხელწერა და თემაა. გახსოვთ 2020-ში ჩვენთან ეს ხელმოცარულები და რევოლუციური სცენარის მხარდამჭერები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, უტიფრად აგრძელებდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რყევას. გახსოვთ "სამართლიანი არჩევნები" - "ფორმულაში გვქონდა შეცდომაო". ზეპირად იცოდნენ რომ ასე იყო, მაგრამ მაინც ცდილობდნენ შეენჯღრიათ ჩვენი ქვეყანა. ანალოგიური საქმისთვის ბრალი აქვს ახლა წაყენებული ბატონ ტრამპს და აქ კიდევ არავინ დასჯილა და ეს რანაირი მიდგომაა?! მინდა ვთხოვო (ვკითხო) ქალბატონ კელის და ამერიკის საელჩოს, რადგან ისინი აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, რანაირად ხდება ეს, ორმაგი მიდგომა გვაქვს?! იქ თუ დანაშაულად ითვლება, საქართველოში შესაბამისი რეაგირება არ უნდა მოჰყვეს?! მე მათი პოზიცია მაინტერესებს უბრალოდ. თუ აქ ყველაფერი მოსულა?! ეს მიდგომა აქვთ?! ნურას უკაცრავად, საქართველო უდიდესი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, წარსულის მქონე სახელმწიფოა. ის, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ვართ, არავის არ უნდა შეეშალოს. ეს ღირსეული სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა, ისევე, როგორც ვაპირებთ, 21-ე საუკუნეშიც თავისი როლი შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით საქართველომ ევროპასა და აზიას შორის. ამას ჩვენ მივაღწევთ მწყობრად, ქართველ ხალხთან გვერდში დგომით," - განაცხადა ზარქუამ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს