შალვა პაპუაშვილი - პასუხისმგებლობა მაშინ არავინ აიღო - პირიქით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სათანადოდ ბოდიშიც კი არ მოიხადა - არც დონორებმა გამოთქვეს რაიმე სახის კრიტიკული მოსაზრება

ეს არის სრული დეჟავიუ იმისა, რაც ხდებოდა ჩვენთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვხედავთ ახლა, თუ რა არის ამერიკული სტანდარტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ამერიკის საპირისპირო სტანდარტი იხილა საქართველოში 2020 წლის არჩევნების დროს, როდესაც მტკიცებულებების გარეშე ხდებოდა აპელირება იმაზე, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა.

,,ამერიკული სტანდარტი არის ის, რომ პირველი, მტკიცების ტვირთი არის მის მხარეს, ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნებს ჰქონდა ხარვეზები და მეორე, როდესაც დადასტურდება, რომ ეს ხარვეზები არ არსებობდა, პასუხისმგებლობა არის იმის მხარეს, ვინც ამას ამტკიცებდა და ხედავთ, რამდენად მძიმეა ეს პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამწუხაროდ, ამის საპირისპიროს ვხედავდით ჩვენ საქართველოში, როდესაც მტკიცებულებების გარეშე ხდებოდა აპელირება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის უცხოელი მფარველების მხრიდან, რომ თითქოს იყო არჩევნების გაყალბება. შემდეგ ყველაფერი გაირკვა. აბსოლუტურად ყველა პრეტენზია რიგრიგობით გაბათილდა და ვხედავთ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავინ არ აიღო. პირიქით, ამ ყალბ კამპანიაში მთავარი იყო ISFED-ი, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებაში ბრაზის გამოწვევა, უნდობლობის ატმოსფეროს შექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ რწმენის შერყევა - ზუსტად ის, რაც ითქვა ამერიკაში. ეს მიზნები ჰქონდა მაშინ საქართველოში ოპოზიციას და მის გვერდში მყოფ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. პასუხისმგებლობა მაშინ არავინ აიღო. პირიქით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სათანადოდ ბოდიშიც კი არ მოიხადა და კვლავ იღებს მილიონობით დაფინანსებას დონორების მხრიდან. არც დონორებმა გამოთქვეს რაიმე სახის კრიტიკული მოსაზრება მიუხედავად იმისა, რომ პირადად მეც მათთან რამდენჯერმე მქონდა საუბარი, რომ არ შეიძლებოდა ამ საკითხის ასე გატარება, როდესაც ორგანიზაცია, მათი ფინანსებით საქმიანობს და ასეთ დარტყმას აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და შემდეგ ეს დადასტურდა, რომ იყო ყალბი კამპანია; რომ ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკულები იყვნენ ამ ორგანიზაციის მიმართ, კვლავ ხელი დააფარონ და უფრო მეტი დაფინანსებაც კი მისცენ ,,სამართლიან არჩევნებს’’ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებისთვის. ეს გვაძლევს შედეგად იმას, რომ საბოლოო ჯამში თავად არასამთავრობო სექტორში ხდება არაჯანსაღი პროცესები და ვხედავთ, საბოლოო შედეგი, რაც არის. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩუმად იყვნენ მაშინ. ისინიც ხვდებოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო სრული სიყალბე, მიუხედავად ამისა, ხმა არ ამოიღო არცერთმა ორგანიზაციამ. ყველა გაჩუმდა და ყველამ ამ სიჩუმით გაწირა ჩვენი ქვეყანა არეულობისთვის. რომ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან დაჟინებული მხილება - პირველი მხილების შემდეგ ჩვენ გვქონდა კრიტიკის ტალღა დონორებისგან, რომ არ ყოფილიყო შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მაშინ ეს ასე ფასდებოდა - თუმცა, ჩვენ არ მოვეშვით და საბოლოო ჯამში გავიტანეთ ჩვენი სიმართლე. რომ არა ეს ჩვენი დაჟინებული მცდელობები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი დონორების მხრიდან, საქართველო გაწირული იყო არადემოკრატიული პროცესებისათვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის