ნათია თურნავა - მაღალი დასაქმების დონე რაც მიღწეულია კვლავაც შენარჩუნდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.

,,ვითარდება მთელი რიგი დარგები, ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს, ეს ნიშნავს რომ მაღალი დასაქმების დონე რაც არის მიღწეული კვლავაც შენარჩუნდება, თუმცა ჩვენ ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალყური რომ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა ფასებზე არ იყოს ნეგატიური შედეგის მომტანი, რასაც ჩვენ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკით ვახორციელებთ“, - აღნიშნულის შესახებ ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. როგორც თურნავამ აღნიშნა, მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. მისი თქმით, საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა, კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. თურნავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე დამატებით ინფლაციური წნეხი განეიტრალდება თუკი ეს ზრდა ეკონომიკის ჯამური პოტენციალის ზრდით იქნება განპირობებული.

,,შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება” - აღნიშნა თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ეკონომიკურ ზრდაში საფინანსო სექტორი კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ხელფასის ზრდის ტემპმა მოიკლო, რამაც პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის მზარდი ტენდენციაც შეანელა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ხელფასი - ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა. თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ჯერ კიდევ მაღალი დონე შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის