ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით „ძალიან ზუსტი, დროული და რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ძალიან პოზიტიური სიგნალია ბიზნესსექტორისათვის“.
მისივე თქმით, შემცირების ტრენდი პოზიტიური მოვლენაა ლარში მსესხებლებისათვის, მათთვის ვისაც აქვს სესხი ან ახლა გეგმავს სესხის აღებას.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ზუსტად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, ისევე როგორც ზოგადად შერბილების პოლიტიკა ფრთხილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, არის საკმაოდ დადებითი მესიჯი შემდგომი პოზიტიური ეკონომიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ შემცირების ტრენდი პოზიტიური მოვლენაა ლარში მსესხებლებისათვის, მათთვის ვისაც აქვს სესხი ან ახლა გეგმავს სესხის აღებას. ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზეც ნათია თურნავამ გააჟღერა საკმაოდ პოზიტიური პროგნოზიც საპროცენტო განაკვეთის შემდგომ კლებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად დადებით მოლოდინების აჩენს ყველა ბიზნესსუბიექტის ან ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის მსურველთათვის. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ბრიფინგის შემდგომ მოცემულობით ინფლაციის შემცირების და მისი მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების, ეკონომიკური ზრდის და მისი დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებლის და შემდგომში შემცირებული საპროცენტო განაკვეთის მოლოდინები სრულიად რეალისტურია“, - განაცხადა აბაშიშვილმა.