დიმიტრი ხუნდაძე - ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას

ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეიზდენტს, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, აუცილებელია, რომ საქართველოშიც კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას.

„ამერიკაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არჩევნების შედეგების გაყალბების პროპაგანდასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ 2024 წელს ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ დამკვეთებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას. ეს არის ხალხის ხმების ქურდობა, ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წართმევა. ეს არის არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული ქმედება, არამედ - დანაშაული, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დასჯადი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამორჩეული ამომრჩეველთა აქტიურობითა და ისტორიული გადაწყვეტილებით - მისცენ ქვეყანას მშვიდობის შენარჩუნების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური აღმავლობისა და ძლიერი ევროპული სახელმწიფოს აღმშენებლობის გარდაუვალი შანსი.

მჯერა, ჩვენ გვექნება გრძელვადიანი მანდატი ქართველი ამომრჩევლისგან", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება