გიგი წერეთელი - თუ განვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც მივიღეთ, ჩინელებს კარგად აქვთ ნამუშევარი, ხოლო ჩვენს მხარეს, არა - სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან კიდევ ერთი მოშანტაჟო ამბავია დასავლეთისთვის

თუ განვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც მივიღეთ, ჩინელებს კარგად აქვთ ნამუშევარი, ხოლო ჩვენს მხარეს კარგად არ აქვს ნამუშევარი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

გიგი წერეთლის შეფასებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ მხრიდან დასავლეთის შანტაჟია.

„სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩემი აზრით, ეს იყო კიდევ ერთი მოშანტაჟო ამბავი დასავლეთისთვის - „აი, ხომ ხედავთ, როგორი ინტეგრირებული ვართ ჩინეთთანაც კი და თუ თქვენ არ გინდათ ჩვენთან, ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატივებიც. რუსეთი არა? კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩინეთი“. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი ძალიან ფრთხილად მიუდგება ამ საკითხს, მაგრამ არის დიპლომატია, რომელიც არ ჩანს და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მკაცრად შეიძლება დაისვას ეს საკითხები: რა გინდა შენ? რა მიმართულებით მიდიხარ? იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ უწერია.

ზოგადად ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, მათ შორის ძლიერ ქვეყნებთან, ეს კარგია, მაგრამ ჩვენ თუ განვიხილავთ იმ დოკუმენტს, რომელიც მივიღეთ, ჩინელებს კარგად აქვთ ნამუშევარი, ხოლო ჩვენს მხარეს კარგად არ აქვს ნამუშევარი. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მაგალითად - იქ წერია, რომ ერთიან ჩინეთს მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ წერია იქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, წერია ყველა ქვეყნის. ასეთი ტიპის დოკუმენტებში ამას მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს