„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშა, დარწმუნებული ვარ, ეს არის „ქართული ოცნების“ პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება

ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშა და დარწმუნებული ვარ, ეს არის „ქართული ოცნების“ პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შენობის წინ არ არის ევროკავშირის დროშა.

„ქუთაისში არსებული უამრავი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, თუ სოციალური პრობლემების ფონზე, ეს საკითხი შეიძლება ვიღაცას მეორეხარისხოვნად მოეჩვენოს, მაგრამ არცერთი ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შენობის წინ არ არის ევროკავშირის დროშა, რეალურად ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია.

დარწმუნებული ვარ, ეს არის „ქართული ოცნების“ პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება და გატარება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

ქუთაისის მერს შევახსენე მისი 25-წლიანი გამოცდილება არასამთავრობო სექტორში, როდესაც მან ევროკავშირისგან უამრავი დაფინანსება მიიღო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ხელმძღვანელმა. ასევე, სიმბოლურად ევროკავშირის დროშის დატოვება მინდოდა მუნიციპალიტეტში, შევუტანე თანამშრომლებს, მაგრამ თავმჯდომარე არ იყო და არც პასუხისმგებელი პირი, თანამშრომლებმა დროშა ვერ დაიტოვეს, მეტიც გვერდზე გაიწიეს და არც გვეკარებოდნენ ახლოს. ეს კადრებში გამოჩნდება“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა