ლაშა ფარულავა - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, ძალადობა, შემაჯამებელი ოქმების გადაწერა არის „ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის ხელწერა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, ძალადობა, შემაჯამებელი ოქმების გადაწერა არის "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის ხელწერა,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2020-2021 წლების არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი და იგივე სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებს არავინ აღიარებს.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, ძალადობა, შემაჯამებელი ოქმების გადაწერა არის "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის ხელწერა.

მათთვის პრობლემა და სამიზნეა ის, ვინც ამას აფიქსირებს და წერს საჩივარს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებას უზიარებს.

2020-2021 წლების არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი და იგივე სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებს არავინ აღიარებს, სწორედ ეს არის მათი მთავარი პრობლემა“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს