კახა კალაძე - ორი „ლუზერის“ გაერთიანება მოხდა, ვგულისხმობ, ხაბეიშვილს და პატივცემულ ვაშაძეს - გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რა შეუქმნიათ

ამ გაერთიანებებით არაფერი იცვლება, ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ერთი ფრთის ქვეშ, ყოველთვის ჰყავდათ ერთი პატრონი - შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის და ვერ შეცვლის შედეგს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას.

მისივე თქმით, როგორც წინა წლებში ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ორი „ლუზერის“ გაერთიანება მოხდა, ვგულისხმობ, ხაბეიშვილს და პატივცემულ ვაშაძეს. გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რა შეუქმნიათ, გადავხედოთ მათ დღევანდელობას, რით არიან დაკავებულები და რას აკეთებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ გაერთიანებებით არაფერი იცვლება, ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ერთი ფრთის ქვეშ, ყოველთვის ჰყავდათ ერთი პატრონი. შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის და ვერ შეცვლის შედეგს. ეს ადამიანები ნახეთ რა განცხადებებს აკეთებენ, ერთს ჰგონია, რომ თურმე ქვეყანას ბატონები ჰყავს და ბატონებს უნდა ვემონებოდეთ, არის ეს განცხადებები, მოისმინეთ. აი, ამ სულისკვეთების ადამიანებმა, როგორ შეიძლება იფიქრონ ზოგადად წარმატებაზე, როგორ შეიძლება ზოგადად იფიქრონ ქვეყნის მომავალზე და როდესაც ის დღეს ფიქრობს, რომ მას ჰყავს ბატონი და არის მონა, შეუძლებელია მან რაიმე სასიკეთო გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს. ვინმეს ნუ ჰგონია, რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვიღაცას რაღაცას მოატყუებენ. როგორც წინა წლებში ასევე 2024-ში მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს