ირაკლი ფავლენიშვილი - „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები რუსეთის ტერორისტული რეჟიმის პრიზმაში უყურებენ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ამიტომაცაა, რომ ზახაროვას განცხადებები იდენტურია კობახიძის განცხადებების

ზახაროვას განცხადებები იდენტურია ხოლმე კობახიძის განცხადებების - კრემლს ჰყავს როგორც საშინაო, ისე საგარეო სპიკერები, თუნდაც ღარიბაშვილისა და კობახიძის სახით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ფალავანდიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ღარიბაშვილისა და კობახიძეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე საერთაშორისო პრესაში მოიხსენიებენ როგორც „პუტინის თუთიყუშებს“.

„რუსული ოცნების“ წარმომადგენლები რუსეთის ტერორისტული რეჟიმის პრიზმაში უყურებენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ამიტომაც არის, რომ ზახაროვას განცხადებები იდენტურია ხოლმე კობახიძის განცხადებების. კრემლს ჰყავს როგორც საშინაო სპიკერები - პესკოვი, ზახაროვას სახით, ისე საგარეო სპიკერები, თუნდაც ღარიბაშვილის, კობახიძის სახით. ამის გამოა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე საერთაშორისო პრესაში ამ ადამიანებს მოიხსენიებენ როგორც „პუტინის თუთიყუშებს“, პუტინის და კრემლის ნარატივის გამხმოვანებლებს არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ეროვნულ პროტესტზე, რუსეთის წინააღმდეგ, ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტზე, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომზე, ე.წ. გლობალურ ომის პარტიაზე. ყველა ძირითადი პროპაგანდისტული ხაზი ემთხვევა, ემთხვევა კი არა შეიძლება, ამიტომაც ვამბობ პირდაპირ, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ამიტომაც არის კრემლიდან მართული რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას „რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება