ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ნათია ბახტაძე მოკლულია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ნათია ბახტაძე მოკლულია.ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებით, გალის რაიონის მცხოვრებლის, ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

უწყების ინფორმაციით, ნათია ბახტაძე „ლექსუსის“ მარკის ავტომობილის სალონში, ოჩამჩირეს მკვიდრის, აინარ წვიჟბას მიერ არის მოკლული.

"ეჭვმიტანილი წვიჟბა ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიერ მოკლული გოგონას გვამი ენგურის მე-3 ვარდნილჰესზე ჩაძირა. ამჟამად გვამის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის