პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერი, საქართველოს ხელისუფლებას რაჭაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს.
დოლიძის განცხადებით, ახსნა-განმარტებაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები ღამით.
„შეშფოთებული ვარ ამ ვითარებით და ერთის მხრივ, მიხარია ამდენი ადამიანი, რომ გადარჩა. დღეს ჩვენი ამოცანაა, მხარში დავუდგეთ მათ. ამავე დროს, ყველამ ერთად ვილოცოთ, ვიფიქროთ და ვისურვოთ ყველა ვინც დარჩა რაჭაში დროზე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. დღეს მთელი საქართველო მათ გვერდზეა. ჩვენ გვინდა მყისიერი ანგარიშვალდებულება და არა ჩამალვა, არამედ გამოსვლა და ახსნა-განმარტება რა ხდება სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით, რატომ არ მიმდინარეობს ის ღამე. დაზარალებულებს სჭირდებათ პასუხები და საქართველოს მოსახლეობას გვჭირდება ინფორმაცია’’, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.