შალვა პაპუაშვილი - მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვეძებთ - ამ დრომდე მიმდინარეობს, როგორც სამძებრო, ისე გაწმენდითი ღონისძიებები

კურორტი შოვიდან აღარაფერია დარჩენილი, მთლიანად მიწის მასითაა დაფარული - ადგილზე სურათი მძიმეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რაჭაში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში 36 ადამიანს ეძებენ.

„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. კადრები, რაც ვნახეთ, კატასტროფაა. სამწუხაროდ, მიწის მასას, რომელიც მეწყრის სახით იქნა მიტანილი იმ ტერიტორიაზე, მთლიანად აქვს დაფარული კურორტ შოვის ტერიტორია. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს და ამავე დროს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს - 210 ადამიანი უვნებლად იქნა გამოყვანილი ამ საშინელი ტერიტორიიდან. მას შემდეგ, რაც ეს კატასტროფა მოხდა, ისინი მუშაობენ იქ. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვეძებთ. 36 ადამიანია, რომელიც ჯერჯერობით ნაპოვნი არაა. ერთი მხრივ სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, ამავე დროს მიმდინარეობს გაწმენდითი ღონისძიებები, რათა იქ, სადაც მიწითაა დაფარული, ინახოს, ვინმე ხომ არ არის ჩარჩენილი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იდენტიფიცირებულები არიან თუ არა გარდაცვლილი ადამიანები, პაპუაშვილი ამბობს, რომ „იდენტიფიცირება მიმდინარეობს“. ასევე, მისი თქმით, მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების იდენტიფიცირებაც.

„მიმდინარეობს ცნობებიდან გამომდინარე დაკარგული ადამიანების იდენტიფიცირება, თუმცა იყო შემთხვევები, რომ ადამიანი, რომელიც მიიჩნეოდა დაკარგულად, მანამდე იყო გამოსული. ადგილზე სურათი მძიმეა. დასავლეთ საქართველოში ასეთი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის მიწისძვრას. დაუჯერებელია სურათი, რასაც ვხედავთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს