სერგო ჩიხლაძე - სამარცხვინო მთავრობის სამარცხვინო თავკერძა პრემიერი ხარ, ირაკლი

არანაირი ემპათია, არანაირი პასუხისმგებლობა არ იგრძნობა თქვენს განცხადებაში, ბატონო პრემიერო. როგორ არ გრცხვენიათ, როცა უტიფრად აცხადებთ, რომ ვერტმფრენების ყიდვას არასდროს დავპირებივარო?! - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილის განცხადება აუბრალოებს ტრაგედიის სიმძიმეს და ამით პრემიერი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს.

"მაშინ, როცა მთელი სახელისუფლებო სტრუქტურა მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული, რომ ის მწირი რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს სრულად და ეფექტურად იყოს მობილიზებული, მაქსიმალურად სწრაფად ფუნქციონირებდეს ყველა სამსახური, პრემიერი ღარიბაშვილი იცლის ისევ ტყუილებისთვის, სიძულვილის ენისთვის და მედიის შეურაცხყოფისთვის.

არანაირი ემპათია, არანაირი პასუხისმგებლობა არ იგრძნობა თქვენს განცხადებაში, ბატონო პრემიერო!

როგორ არ გრცხვენიათ, როცა აცხადებთ უტიფრად, რომ ვერტმფრენების ყიდვას არასდროს დავპირებივარო?!

როგორ არ გრცხვენიათ, როდესაც პასუხისმგებლობას იხსნით და აცხადებთ, რომ ასეთი კატაკლიზმი ყველგან ხდება და მეტი რა ვქნათო?! ამით აუბრალოებთ ტრაგედიის სიმძიმეს და იხსნით პასუხისმგებლობას?

ბატონო პრემიერო!

ტრაგედია და კატაკლიზმი ყველგან ხდება, მაგრამ იქ, „ყველგან" აქვთ სათანადო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომ ადამიანები უიმედოდ არ ელოდებოდნენ გადარჩენას! იქ, „ყველგან" ხელისუფლება 11 წელი არ ელოდება, იმას რომ ერთი თანამედროვე ვერტმფრენი მაინც იყიდონ!

იქ, „ყველგან" საბჭოთა 40 და 50 წლის ხანდაზმული ვერტმფრენების იმედად არ არიან! იქ, „ყველგან" ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად 26 მილიონს არ ზოგავენ, რომ სამაგიეროდ პრემიერის და სხვა ჩინოვნიკების კომფორტისთვის 250 მილიონი დახარჯონ ბოლო მოდელის ჯიპებზე და მანქანებზე! იქ "ყველგან" პრემიერ მინისტრები საკუთარ ცოლებს ტყეებს არ ჩუქნიან!

იქ, „ყველგან", ერთხელ კორუფციაში მხილებულ პრემიერს, მეორედ პრემიერად არ აბრუნებენ! იქ, „ყველგან" პრემიერი, ოლიგარქის შვილის ბრძანებით, პატარა ბავშვების დაწიოკებაზე არ ღლაბუცობს! სამარცხვინო მთავრობის სამარცხვინო თავკერძა პრემიერი ხარ, ირაკლი! " - აცხადებს სერგო ჩიხლაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის