ირაკლი კობახიძე - არსებობს თემები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება სცადო პოლიტიკური ქულების დაწერა - გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კოტეჯებზე ნებართვები გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა კოტეჯები იქ 70-იანი წლებიდანაა

უამრავი სპეკულაციური განცხადება კეთდება და რაღაც თემები არსებობს, რასთან დაკავშირებითაც, არ შეიძლება სცადო პოლიტიკური ქულის დაწერა ან ზოგადად სპეკულირება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს თემები, რომლის დახმარებითაც პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა სირცხვილია.

„დღეს, მაგალითად, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კოტეჯებზე ნებართვები გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაშინ, როდესაც 70-იანი წლებიდან დგას ეს კოტეჯები იქ. ასეთ ტყუილს რომ კადრულობ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო, ეს სირცხვილია.

სტიქიაა, ადამიანები დაიღუპნენ და ამ დროს ცდილობ, რომ შენს პარტიას პოლიტიკური ქულები დაუწერო, სირცხვილია ეს ყველაფერი. ამაზე არ მინდა საერთოდ საუბარი." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა