ოთარ შამუგია - სტიქიის ზონაში 16 დაკარგულის ძიების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 16 დაკარგულის ძიების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც მძიმე ფონს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

მან სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში ჩართულ მაშველებს და ჯარისკაცებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა.

„ამ მძიმე ფონზე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება: ეს ეხება თითქოს, სტიქიამდე ორი დღის განმავლობაში წყლის შეგუბების ფაქტების გავრცელებას. ასევე, კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, თითქოს რეინჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ სტიქიის შესახებ და ა.შ. ბევრი ასეთი არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ მძიმე ვითარებაში ეს კიდევ უფრო ამძიმებს ფონს და ეს კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, რა მოხდა 3 აგვისტოს შოვში. სწორედ ამიტომ სტიქიის მოხდენისთანავე ჩვენი სპეციალისტები გემგზავრნენ ადგილზე და ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ კვლევით სამუშაოებს, რამდენჯერმე მოხდა ვერტმფრენის გადაფრენებით მთელი ხეობის დათვალიერება და 240- საათიან რეჟიმში ისინი ყველა მონაცემების დამუშავებას ახორციელებდნენ და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კვლევის პირველადი შედეგები და ამ შედეგებს გავაცნობთ სწორედ ახლა საზოგადოებას”, - დასძინა მინისტრმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის