პაატა მანჯგალაძე - ჩვენ თუ კითხვებს არ დავსვამთ, ეს გლოვის დღეები, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრი გვქონდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სახეზეა და ეს არის ყველაზე მინიმუმ, ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საზოგადოება კითხვებს არ დასვამს, შესაძლოა, ასეთი ტრაგედიები კვლავ განმეორდეს.

„ჩვენ თუ კითხვებს არ დავსვამთ, ეს გლოვის დღეები, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრი გვქონდეს. პირველი კითხვა, არსებობს თუ არა წინასწარი შეტყობინების სისტემა? დიახ, 21-ე საუკუნეში ეს სისტემა არსებობს. გვქონდა თუ არა ეს სისტემა ასეთი მაღალი რისკის ზონაში ხელისუფლებას დამონტაჟებული? რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. რომ გვქონოდა, მოასწრებდნენ თუ არა ადამიანები თავის შეფარებას? დიახ, მოასწრებდნენ. პასუხისმგებლობა სახეზეა, ეს არის ყველაზე მინიმუმ, დანაშაულებრივი გულგრილობა, ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობა, ვიცი, რომ მძიმე დღეა და ამის გარკვევის დღე არა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თუ კითხვებს არ დავსვამთ, ასეთი გლოვის დღეები გვექნება“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი შეფასებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტიქიასთან დაკავშირებით პირველადი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესს მოარგო. პაატა მანჯგალაძის თქმით, არ სჯერა იმ ვერსიის, რომ ყველაფერი 8 წუთში მოხდა და მანამდე საგანგაშო არაფერი შეინიშნებოდა.

„ვფიქრობ, შეტყობინების სისტემა რომ ყოფილიყო, რასაც ექსპერტები ამბობენ, ადამიანები კრიზისული ვითარებიდან უსაფრთხოდ გამოვიდოდნენ“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის