ნომერ პირველი, დეოკუპაციისა და ქვეყნის გაერთიანების პროცესია, რასაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, - ეს განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირებმა თავი სამშობლოს ერთიანობისთვის გასწირეს..
„სამწუხაროდ, ის რაც 15 წლის წინ მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. დღემდე დეოკუპაციის პროცესი გრძელდება - იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან - როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან შეთანხმებული სამშვიდობო პოლიტიკით შედეგს მივაღწევთ.
ნომერ პირველი, დეოკუპაციისა და ქვეყნის გაერთიანების პროცესია, რასაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ", - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.