ოთარ შამუგია - მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი

ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, შესაბამისი რუკები მზადდება, ის წელს დასრულდება, რაც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის მომცემი იქნება.

„ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, მონიტორინგის მთელი ქსელის განვითარება. 2014 წლიდან დაიწყო ეს პროცესი, ხაზი მინდა გავუსვა, რომ აბსოლუტურად სრულად მოშლილი იყო ქვეყანაში მონიტორინგის სისტემა, არ გვქონდა არც მეტეოროლოგიური სადგურები, არც ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები, აქტიურად 2014 წლიდან დავიწყეთ პროცესი და ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, დონორების დახმარებით ვახორციელებთ მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟს, ორი ახალი, სრულიად თანამედროვე რადარი იქნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დამონტაჟებული, ეს შარშან და შარშანწინ მოხდა, რომელიც ამინდის შესახებ ინფორმაციას გვაძლევს, 200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური იქნა ბოლო წლების განმავლობაში დამონტაჟებული და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესებს ბოლოში მივიყვანთ. რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, ამის შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯია იმ შეფასებებთან ერთად, რომელსაც სპეციალისტები აკეთებენ.

მზადდება და წელს დასრულდება რუკები, რომელიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მოგვცემს უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას, ეს პროცესი თანმიმდევრულია, მონიტორინგმა, არსებულმა დაკვირვებებმა უნდა მისცეს ექსპერტებს, სპეციალისტებს ანალიზის საშუალება, სად არის მიზანშეწონილი შესაბამისი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება. სადღაც ეს შეიძლება ეფექტური იყოს, სადღაც შეიძლება ეფექტური არ იყოს დროის და მონაკვეთის სიმცირიდან გამომდინარე. ეს პროცესი სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად და ვფიქრობ, ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი“, - განაცხადა შამუგიამ.

მისივე განმარტებით, შოვში სტიქია იმდენად სწრაფად განვითარდა, იქ ადრეული გაფრთხილების სისტემა რომც ყოფილიყო დამონტაჟებული, შეიძლებოდა, შედეგი ვერ გამოეღო.

„სპეციალისტების დასკვნიდან გამომდინარე ვსაუბრობ, ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, ვინაიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში, აქ არ იყო მდინარეზე რაიმე ღვარცოფული, ან კატასტროფული მოვლენა დაფიქსირებული. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა განხილული, რომ პირველივე შემთხვევაში აქ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომც ყოფილიყო, იმდენად სწრაფად მოხდა ეს პროცესები და იმდენად მასშტაბური იყო ეს სტიქია, რომ თუნდაც, ადრეული გაფრთხილების სისტემასაც შეიძლება ვერ გამოეღო შედეგი. სტიქია ყველგან, მთელ მსოფლიოში ხდება, სადაც გაცილებით მეტადაა ეს სისტემები განვითარებული, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი ვერ ახერხებენ სტიქიის პრევენციას“, - განაცხადა შამუგიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იტყოდა 2018 წელს ლევან დავითაშვილის მიერ ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავებით გაკეთებულ განცხადებაზე, რომ 2-3 წელში გამართული სისტემა იქნებოდა, შამუგია ასე პასუხობს: „ვახსენე, რომ ეს პროცესი 2014 წლიდან დაიწყო, ეს არ არის ერთ დღეში, ან ერთ წელიწადში განსახორციელებელი საქმე“.

„სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ, სად, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს და ეს ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური, მიზანშეწონილი უნდა იყოს ამ სისტემების მონტაჟი და დაყენება იმ ხეობებში, იმ ადგილებში, სადაც ეს სპეციალისტებმა უნდა თქვან. 2018 წელს ბატონ ლევანმა[დავითაშვილმა] თქვა, რომ განვითარება მოხდებოდა, ეს პროცესი მიდის, ახალი რადარებია შეძენილი, საკმაოდ ძვირადღირებული და თანამედროვე. ამ წუთებშიც, მიმდინარეობს შესყიდული სადგურების მონტაჟი ქვეყნის მასშტაბით, ეს პროცესია, გარკვეული დრო აუცილებლად სჭირდება. ამას თან ახლავს სხვა უამრავი კვლევა, ღონისძიება, მხოლოდ მეტეოროლოგიური ან ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის, ან რადარის არსებობა არ გვაძლევს სრულ სურათს, მთელი კომპლექსია, სპეციალისტების შეფასების, ადგილზე დაკვირვების, თუ სად, რა ღონისძიებების გატარებაა მიზანშეწონილი“, - განაცხადა შამუგიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა