შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ზიზღის დათესვა - სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას აჰყვეს, დღეს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან არ არის ძმათა სასაფლაოზე

„ნაციონალური მოძრაობის“ არსი და მიზანია გახლეჩა, საზოგადოების დაპირისპირება და ზიზღის დათესვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას აჰყვეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ ხელისუფლებაში იყო, ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა დაღუპულების ხსოვნას პატივს.

„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის დაღუპულების ხსოვნას, ყველას ხსოვნას, მათ ვინც 6 აგვისტოს სამშვიდობოები რომლებიც დაიღუპნენ, 9 აგვისტოს, ანწუხელიძის ხსოვნას, 11 აგვისტოს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას, ყველას, ვინც ამ ომში დაიღუპა. ეს თარიღებით მანიპულაცია, ძალიან არასწორია. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო, 2008 წლიდან მოყოლებული 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ ხელისუფლებაში იყო, ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას. როდესაც ყველა სახელისუფლებო ბერკეტი დაკარგეს, ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ არა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე. ამის პასუხია თავად „ნაციონალური მოძრაობის“ არსსა და მიზანში, მათი არსი და მიზანია გახლეჩა, საზოგადოების დაპირისპირება, ზიზღის დათესვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას აჰყვეს, დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან არ არის ძმათა სასაფლაოზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება