თქვენ ისიც არ იცით რას ნიშნავს ღამის ხილვის აპარატურა, თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს, არასერიოზულია ეს. ჯერ გაერკვიეთ და მერე დასვით ასეთი კითხვები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, სტიქიის არეალში ღამის ხილვის აპარატურის მქონე ვერტმფრენის ფრენაც საფრთხის შემცველია.
„თქვენ როგორ ფიქრობთ სახელმწიფოს სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და მაგალითად, აზერბაიჯანს უთხრა უარი?! სერიოზულია ამ კითხვის დასმა?! შუქი არ ჰქონდა ვერტმფრენსო ნუ ამბობთ, ეს უბრალოდ არასერიოზულია. თქვენ ისიც არ იცით რას ნიშნავს ღამის ხილვის აპარატურა, თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს, არასერიოზულია ეს. ჯერ გაერკვიეთ და მერე დასვით ასეთი კითხვები.
რაც შეეხება, ღამის ხილვის აპარატურას - მისი დანიშნულება არ არის უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება. ისეთივე საფრთხის შემცველია ღამის ხილვის აპარატურის ვერტმფრენის ფრენა იმ არეალში, როგორც იქნებოდა ამის გარეშე, ამიტომ სერიოზული კითხვები დასვით“, - განაცხადა კობახიძემ.