პაატა მანჯგალაძე - რუსეთის მიზანია ფლობდეს რაც შეიძლება მეტ ტერიტორიას და ვსვამ კითხვას - ხელისუფლება ახლა ხომ კარგად იქცევა, რატომ არ გვიბრუნებენ მშვიდობიანად თუ ეს ყველაფერი ასე ადვილია?!

პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებში საკუთარ თავს კიდევ ერთხელ აჯობა - აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით "ნაციონალურ მოძრაობას" ისე ვერ დააზიანებთ, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენგან დამოუკიდებლად გააკეთეს განცხადება რუსეთის ჯარის თავდაპირველი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების შესახებ, მაშინ როცა საოკუპაციო ძალების გაყვანის თაობაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქედს ვიხრი აგვისტოს ომის გმირების ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება პრემიერ - მინისტრის განცხადებას, ის ძალიან სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს - დღესაც ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებში საკუთარ თავს კიდევ ერთხელ აჯობა. თუ სწორია ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ომი მაშინდელმა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აიცილა, 11 წელია ხელისუფლებაში არიან და ტერიტორიები მშვიდობიანად რატომ ვერ დაიბრუნეს?!

200 წელია რუსეთს საკუთარი სამხედრო ინტერესები გაცხადებული აქვს კავკასიაში, საქართველოში. მისი მიზანია ფლობდეს რაც შეიძლება მეტ ტერიტორიას და ვსვამ კითხვას - ხელისუფლება ახლა ხომ კარგად იქცევა, რატომ არ გვიბრუნებენ მშვიდობიანად თუ ეს ყველაფერი ასე ადვილია?!

ქვეყანას ადანაშაულებენ იმაში, რომ რაღაც პროვოკაციას წამოვეგეთ, მაშინ როცა პუტინს არც დაუმალავს, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს მისცა შეიარაღებულ ძალებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების ბრძანება.

ასევე სამარცხვინოა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ საქართველო დიპლომატიურ ფრონტზეც დამარცხდა. როცა საერთაშორისო დიპლომატიამ ვერ შეძლო კიევთან რუსული ტანკების გაჩერება 2022 წელს, რუსული ტანკის გაბრუნება მოახერხეს გორთან.

როგორც პრემიერმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ განცხადებებში წინა ხელისუფლება ლანძღეს, ხოლო რუსული აგრესია ერთი სიტყვით ახსენეს, მაშინ როცა 2008 წლის შეთანხმებით რუსეთს თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნების პირობა აქვს აღებული", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს